დავიდ ვილია "ატლეტიკოში" ფალკაოს 9-იანით ითამაშებს

AutoSharing Option
15 ივლისს მადრიდის "ატლეტიკო" თავის ყველაზე ვარსკვლავურ ახალწვეულს, დავიდ ვილიას წარადგენს.

უკვე ცნობილია, რომ "ელ გუახე" მადრიდულ კლუბში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო ვეტერანი არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი - 24-ნომრიანი მაისურით.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ვილია "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" 5,1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მადრიდულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში 9 ნომრით "ატლეტიკოში" რადამელ ფალკაო თამაშობდა, რომელიც "მონაკოში" გადაბარგდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავიდ ვილია: ღმერთმა ქნას, აქაც ისეთივე ბედნიერი ვიყო, როგორც "ბარსელონაში"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული