დაბადების დღის საჩუქარი სერხიო ბუსკეტსს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა.

25 წლის ბუსკეტსის გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო დაწესდა! ზუსტად ამდენი უნდა შესთავაზოს "ბარსას" მისმა მსურველმა კლუბმა.

სხვათა შორის, ბუსკეტსი 16 ივლისს შესრულდა 25 წლის. ასე რომ, მან დაბადების დღეზე ბრწყინვალე საჩუქარი მიიღო.

ბოლოს მან კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2011 წლის იანვარში გააგრძელა.

ბუსკეტსმა "ბარსელონას" რიგებში 238 მატჩი ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველების სია გამოაქვეყნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული