მადრიდის "ატლეტიკოს" სანტი კასორლას ყიდვა სურს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა სანტი კასორლამ მადრიდის "ატლეტიკოს" ყურადღება მიიქცია.

Inside Spanish Football-ის ცნობით, მადრიდულმა კლუბმა 28 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

წყაროს ინფორმაციით, "მეთოფეები" ესპანელ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან, ხოლო "ატლეტიკომ" მას შემდეგ გადაწყვიტა ნახევარმცველის გადაბირება, რაც "ვოლფსბურგის" ფეხბურთელი დიეგო აღარ დაიბრუნა.

შეგახსენებთ, რომ კასორლა გასულ ზაფხულს "არსენალში" "მალაგადან" 24 მილიონ ევროდ გადავიდა.

პრემიერლიგის 38 შეხვედრაში ნახევარმცველის ანგარიშზე 12 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული