"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ხერარდო მარტინო გახდეს

AutoSharing Option
ესპანური პრესის ინფორმაციით "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა არგენტინელი სპეციალისტი ხერარდო მარტინო გახდეს, რომელიც ადრე პარაგვაის ნაკრებს წვრთნიდა.

ამჟამად მარტინო არგენტინაში "ნიუელს ოლდ ბოიზს" ხელმძღვანელობს.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის ვნაობას მომავალ კვირას გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანური კლუბი იძულებულია ახალი სპეციალისტი მიიწვიოს, რადგან ტიტო ვილანოვა პოსტიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადადგა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული