მადრიდის "რეალმა" ფაბიო კოენტრაოს შემცვლელი იპოვნა - ბრაზილიელი გილერმე სიკეირა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალში" კიდევ ერთი ცვლილება იგეგმება - პორტუგალიელი მარცხენა მცველი ფაბიო კოენტრაო სავარაუდოდ მიდის "სამეფო კლუბიდან".

"რეალის" ხელმძღვანელობას ბრაზილიელ მარსელოს ახალ კონკურენტად ასევე ბრაზილიელი გილერმე მადალენა სიკეირა ესახებათ, რომელიც "გრანადაში" თამაშობს.

სიკეირა 27 წლისაა და პროფესიულ დონეზე მას მხოლოდ ევროპაში აქვს ნათამაშები, რადგან 18 წლის ასაკში ის მილანის "ინტერმა" იყიდა. "უდინეზეს" შემდეგ სიკეირა "გრანადაში" გადავიდა. ბრაზილიელს იტალიის მოქალაქეობაც აქვს.

"გრანადა" სიკეირას 15 მილიონად აფასებს, ხოლო "რეალი" მასში 8 მილიონს იხდის, თუმცა ესპანური პრესის ცნობით, მათ შორის სავარაუდოდ მაინც შედგება შეთანხმება.
ამის მიზეზი კი "გრანადას" და "რეალის" პრეზიდენტების მეგობრობაა.

რამდენიმე კვირის წინ, "გრანადამ" "ევერტონი" უარით გაისტუმრა, რადგან სიკეირაში მხოლოდ 4 მილიონ ევროს იხდიდა. ეს ფეხბურთელი "ლივერპულს" და "გალათასარაისაც" აინტერესებთ.

გასულ სეზონში სიკეირამ 35 თამაშში 6 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გუნდში მხოლოდ ფორვარდ იუსეფ ელ-არაბის (8 გოლი) ჩამორჩა.

ასევე იხილეთ:
"ჩელსი" და ტრანსფერები: კოენტრაო, ვარანი, ვან გინკელი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული