"რეალის" ხელმძღვანელობას ბრაზილიელ მარსელოს ახალ კონკურენტად ასევე ბრაზილიელი გილერმე მადალენა სიკეირა ესახებათ, რომელიც "გრანადაში" თამაშობს.
სიკეირა 27 წლისაა და პროფესიულ დონეზე მას მხოლოდ ევროპაში აქვს ნათამაშები, რადგან 18 წლის ასაკში ის მილანის "ინტერმა" იყიდა. "უდინეზეს" შემდეგ სიკეირა "გრანადაში" გადავიდა. ბრაზილიელს იტალიის მოქალაქეობაც აქვს.
"გრანადა" სიკეირას 15 მილიონად აფასებს, ხოლო "რეალი" მასში 8 მილიონს იხდის, თუმცა ესპანური პრესის ცნობით, მათ შორის სავარაუდოდ მაინც შედგება შეთანხმება.
რამდენიმე კვირის წინ, "გრანადამ" "ევერტონი" უარით გაისტუმრა, რადგან სიკეირაში მხოლოდ 4 მილიონ ევროს იხდიდა. ეს ფეხბურთელი "ლივერპულს" და "გალათასარაისაც" აინტერესებთ.
გასულ სეზონში სიკეირამ 35 თამაშში 6 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გუნდში მხოლოდ ფორვარდ იუსეფ ელ-არაბის (8 გოლი) ჩამორჩა.
ასევე იხილეთ:
"ჩელსი" და ტრანსფერები: კოენტრაო, ვარანი, ვან გინკელი?