ლა ლიგა. ტრანსფერები: ბასკი "რეალის" შესანიშნავ შვიდეულში

AutoSharing Option
თქვენ წინაშეა იმ ტრანსფერთა მიმოხილვა, რომლებიც ესპანურ ბაზარზე ივლისის მეორე დეკადაში მოხდა.

დროის ამ მონაკვეთში "რეალის" ყველაზე დიდი შენაძენი ასიერ ილიარამენდია, ხოლო "ბარსელონას" ყველაზე დიდი დანაკარგი ტიაგო ალკანტარა. ამჯერად ყურადღებას კიდევ ერთ "არხზე" გავამახვილებთ, სადაც გადადიან ლა ლიგაში დამსახურებული ვეტერანები. მიმოვიხილავთ ლა ლიგაში დაბრუნებული "ალმერიას" სატრანსფერო პოლიტიკასაც...

ილიარა WHO?
მიუხედავად იმისა, რომ ასიერ ილიარამენდის შესახებ ფეხბურთის სპეციალისტებმა ბევრი იციან, ფართო მკითხველისთვის ეს 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი მაინც 12 ივლისს გახდა ცნობილი, როცა გამოცხადდა, რომ "სამეფო კლუბმა" ჩაბი ალონსო II შეიძინა.
ალონსოსთან ილიარამენდის ასოციაცია მხოლოდ პოზიციის ბრალი არაა, ისიც ბასკური "რეალ სოსიედადის" აღზრდილია.

ფეხბურთელი ძალიან პერსპექტიულია, მაგრამ მაინც ყურს ეხამუშება მასში გადახდილი 32,2 მილიონი ევრო! თანაც ეს დაზუსტებული ცნობაა, მანამდე ლაპარაკი 39 მილიონზე იყო!

ამ ტრანსფერით ასიერ ილიარამენდი გახდა მადრიდის "რეალის" ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირფასი შენაძენი ესპანელ ფეხბურთელთა შორის. კიდევ ერთი დამთხვევა - პირველი სწორედ ჩაბი ალონსოა, რომელშიც 4 წლის წინ "რეალმა" 35,4 მილიონი გადაიხადა.

ბასკი ლა ლიგის ისტორიაში მესამე ადგილზეა ყველაზე ძვირფას შენაძენთა შორის (ისევ მხოლოდ ესპანელებს ვგულისხმობთ) დავიდ ვილიას (40 მილიონი) და ჩაბი ალონსოს შემდეგ. "სამეფო კლუბს" მეტი მხოლოდ 6 ფეხბურთელში აქვს გადახდილი. ესენია: კრიშტიანო რონალდო (96 მლნ), ზინედინ ზიდანი (75), ლუიშ ფიგუ (71,6), კაკა (65), რონალდო (45) და ჩაბი ალონსო (35,4). არის კი ამათი დარი ასიერ ილიარამენდი ანდონეგი, რომელიც ბასკური მუტრიკუს მკვიდრია?.. ამას დრო გვიჩვენებს.

"ალ ჯაზირა", "ალ რაიანი"...

ნელსონ აედო ვალდესს ურიგო ფეხბურთელი არ ეთქმის, 29 წლის პარაგვაელ ფორვარდს კარიერის განმავლობაში "ვერდერსა" და "დორტმუნდში" უთამაშია. თებერვალში მანამდე იჯარით მოთამაშე ვალდესი "ვალენსიამ" "რუბინისგან" გამოისყიდა და 2015 წლამდე დაუდო კონტრაქტი, მაგრამ მაშინ გუნდში არ იყო მიროსლავ ჯუკიჩი.

ვალდესი გაერთიანებული საემიროების გზას გაუდგა - მან 2+1 კონტრაქტი გააფორმა აბუ-დაბის "ალ ჯაზირასთან", "ღამურები" კი 3 მილიონით გამდიდრდნენ. "ალ ჯაზირას" ლუის მილია წვრთნის.

კიდევ ერთ არაბულ კლუბში, ყატარულ "ალ რაიანში" "ესპანიოლიდან" გადავიდა არგენტინელი უნივერსალი ხუან ფორლინი. 25 წლის ფორლინის სანაცვლოდ არაბებმა 2,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ანდალუსიელები გუნდს აკოწიწებენ
როგორ ემზადება პრიმერაში დაბრუნებული "ალმერია" ახალი სეზონისთვის? ანდალუსიელებმა პირველი, რაც გააკეთეს... მთავარი მეგოლე ბრაზილიელი შარლესი (32 გოლი) დაკარგეს. ის სულ რაღაც მილიონ ევროდ "სელტაში" გადავიდა. ამის შემდეგ "ალმერიამ" მარცხენა ფლანგი გააძლიერა, 27 წლის არგენტინელი სებასტიან დუბარბიერი აიყვანა "კორდობადან". ეს ფეხბურთელი შესაძლოა, რუმინული "კლუჟიდან" გახსოვდეთ.

შარლესის შემცვლელად კი "ლუგოდან" ოსკარ დიასს (15 გოლი) დაუძახეს. ანდალუსიაში იჯარით გადავიდა "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის წევრი როდრიგო რიოსი. 23 წლის რიოსი ბოლო სეზონში "შეფილდსა" და "სარაგოსაში" ირჯებოდა იჯარით. კლუბის ხელმძღვანელობა მწირი ფინანსების გამო ისევ იჯარით ფეხბურთელთა გადაბირებით აპირებს გუნდის დაკომპლექტებას.

მომდევნო შენაძენი უფრო ხმაურიანი იყო - სუსო "ლივერპულიდან". 19 წლის შემტევ ნახევარმცველს ინგლისში სათამაშო პრაქტიკა აკლდა.

"ალმერიამ" მეკარის პრობლემაც გადაწყვიტა - "ბოკა ხუნიორსიდან" არგენტინელი ოსკარ უსტარი აიყვანა. 27 წლის მეკარეს არგენტინის ნაკრებშიც კი აქვს ნათამაშები. ერთი არგენტინელი კი წავიდა - 26 წლის ნახევარმცველი ერნან ბერნარდელიო კარიერას მექსიკურ "პუებლაში" გააგრძელებს.

დაბოლოს, "ალმერიაში" ითამაშებს ერთ დროს "რეალის" სარეზერვო გუნდის წევრი მარკოს ტებარი. 3 წლის წინ ის "რეალმა" 100 ევროდ "გაყიდა" "ჟირონაში". აი, ასეთი ფეხბურთელი დაიმატა "ალმერიამ".

თარ. ფეხბურთელი საიდან სად თანხა
10 ივლ	ნერი კასტილიო	პაჩუკა	ვალეკანო	თ.ა.
10 ივლ კაკა ვიდეოტონი დეპორტივო თ.ა.
10 ივლ კარლეს ხილი ვალენსია ელჩე იჯარა
10 ივლ ჟერარდ დეულოფეუ ბარსელონა ევერტონი იჯარა
10 ივლ ჩაბი კასტილიო ბილბაო ლას პალმასი თ.ა.
10 ივლ გილერმო სარა ატლ. რაფაელა ბეტისი იჯარა
10 ივლ რაულ ფერნანდესი ბილბაო ნუმანსია იჯარა
10 ივლ ხუან კარლოს პერესი ბრაგა ბეტისი იჯარა
10 ივლ სალვადორ აგრა ბეტისი ბრაგა იჯარა
11 ივლ როკე სანტა კრუსი მან. სიტი მალაგა თ.ა.
11 ივლ მარტინ დემიკელისი მალაგა ატლეტიკო თ.ა.
11 ივლ ჰარის სეფეროვიჩი ფიორენტინა სოსიედადი 3 მლნ. ევრო
11 ივლ სერხიო ესკუდერო შალკე ხეტაფე 0,5 მლნ.
11 ივლ როდრი რიოსი ბარსელონა II ალმერია იჯარა
11 ივლ რაფაელ ალკანტარა ბარსელონა სელტა იჯარა
11 ივლ ორიო რომეუ ჩელსი ვალენსია იჯარა
11 ივლ ხავი ვენტა ვილიარეალი ბრენტფორდი თ.ა.
12 ივლ დუგლას დოს სანტოსი ნაუტიკო გრანადა თ.ა.
12 ივლ ასიერ ილიარამენდი სოსიედადი რეალი 32 მლნ.
12 ივლ სუსო ლივერპული ალმერია იჯარა
12 ივლ კატა დიასი ატლეტიკო ბოკა თ.ა.
12 ივლ პედრო მარტინი ატლეტიკო ნუმანსია იჯარა
12 ივლ ხონათან პერეირა ბეტისი ვილიარეალი 1,5 მლნ.
13 ივლ ლაუტარო აკოსტა სევილია ლანუსი თ.ა.
14 ივლ ხუან ვალერონი დეპორტივო ლას პალმასი თ.ა.
14 ივლ ალექსანდრ კოეფი უდინეზე გრანადა იჯარა
14 ივლ ტიაგო ალკანტარა ბარსელონა ბაიერნი 25 მლნ.
15 ივლ ხოსე კამპანია სევილია კრისტალ პალ. 2 მლნ.
15 ივლ უმბერტო ოსორიო სან მარტინი ვალიადოლიდი 1 მლნ.
15 ივლ ხუან ერნანდესი გრანადა ლორკა იჯარა
15 ივლ ნაჩო ზაბალი ოსასუნა უესკა თ.ა.
15 ივლ დანიელ კარიშო რედინგი სევილია იჯარა
15 ივლ მარკუს შტაინჰოფერი ბაზელი ბეიტისი თ.ა.
16 ივლ რაულ ალბიოლი რეალი ნაპოლი 12 მლნ.
16 ივლ კრისტიან სეპუნარუ სარაგოსა ელჩე თ.ა.
16 ივლ დავიდ ტიმორი ოსასუნა ჟირონა იჯარა
16 ივლ რუბენ პერესი ატლეტიკო ელჩე იჯარა
16 ივლ ანხელ ლოპესი ბეტისი ლას პალმასი თ.ა.
17 ივლ ირინეი გრანადა უოტფორდი იჯარა
17 ივლ დანიელ პუდილი გრანადა უოტფორდი თ.ა.
17 ივლ კაბირუ აკინსოლა გრანადა ოსპიტალეტი თ.ა.
17 ივლ ალვარო ნეგრედო სევილია მან. სიტი 25 მლნ.
18 ივლ ოსკარ უსტარი ბოკა ალმერია თ.ა.
18 ივლ ხორხე პულიდო ატლეტიკო რეალი II თ.ა.
18 ივლ ჩუმბი ალმერია ვალენსია II თ.ა.
18 ივლ დანი ხიმენესი ვალეკანო ალკორკონი თ.ა.
18 ივლ ოსკარ ტრეხო სპორტინგი ტულუზი 2,1 მლნ.
18 ივლ ისმაელ ლოპესი ბილბაო სპორტინგი თ.ა.
18 ივლ დიოგო ფიგეირაში ფერეირა სევილია 1,5 მლნ.
18 ივლ ჰიროში იბუსუკი სევილია ვალენსია II თ.ა.
19 ივლ ნელსონ ვალდესი ვალენსია ალ ჯაზირა 3 მლნ.
19 ივლ ომარ რამოსი უესკა ვალიადოლიდი 0,4 მლნ.
19 ივლ ივან ლოპესი ლევანტე ჟირონა იჯარა
19 ივლ ნანო ოსასუნა ალავესი თ.ა.
20 ივლ ხუან ფორლინი ესპანიოლი ალ რაიანი 2,5 მლნ.
20 ივლ ერნან ბერნარდელიო ალმერია პუებლა თ.ა.
20 ივლ ხონა გრანადა ხაენი იჯარა
20 ივლ საულ ნიგესი ატლეტიკო ვალეკანო იჯარა
შენიშვნა: თარ. - თარიღი, როცა ტრანსფერი გადაწყდა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. ტრანსფერები: ექსვალენსიელი და ვალენსიელი ახალწვეულები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული