"მალაგას" იბრაჰიმ აფელაის აყვანა იჯარით სურს

AutoSharing Option
"მალაგასა" და "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ იბრაჰიმ აფელაის იჯარის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

"ბარსელონას" ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით "შალკეში" გაატარა. ამჟამად აფელაი "ბლაუგრანას" რიგებში იმყოფება, თუმცა მისი მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ გახდება "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი.

"ბარსელონას" შესაძლო მთავარი მწვრთნელები

რაც შეეხება "მალაგას", ისკოს, ჰოაკინისა და ტუალანის წასვლის შემდეგ კლუბი ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს და აფელაის იჯარით აყვანას ერთი წლით გეგმავს.

თავად ფეხბურთელი ასეთი ვარიანტის წინააღმდეგი არაა, რადგან რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებში ადგილი დაიმკვიდროს.

მომზადებულია El Mundo
Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული