ფლორენტინო პერესი: მომავალში შეიძლება, ზინედინ ზიდანი გახდეს მადრიდის "რეალის" მწვრთნელი

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტის ფრანგ ასისტენტ ზინედინ ზიდანს კარგი შანსი აქვს, მომავალში თავად გახდეს მადრიდის "რეალის" თავკაცი - ამის შესახებ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა.

"ზიდანს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენის შესანიშნავი უნარი აქვს. არ დაგიმალავთ, მომავალში ჩემი სურვილია, სწორედ ის ვიხილო "რეალის" მწვრთნელად".

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობისას ზიდანი ცოტა ხნით "რეალის" მთავარი გუნდის დირექტორი იყო. შემდეგ კი მან განაცხადა, რომ მწვრთნელობას აპირებს.

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდომ დუბლით დაიწყო, კარლო ანჩელოტიმ - 6:0-ით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული