ხერარდო მარტინოს "ბარსელონას" შემადგენლობა "ბაიერნთან" მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
24 ივლისს "ბარსელონა" მიუნხენში "ბაიერნთან" ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ესპანური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ გერმანიაში 23 ფეხბურთელი წაიყვანა. აქედან 12 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, ხოლო 11 სარეზერვოსი.

ეს შეხვედრა არგენტინელი სპეციალისტისთვის სადებიუტო შეხვედრა იქნება "ბლაუგრანას" თავკაცის პოსტზე.

"ბარსელონას" განაცხადი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ხოსეპ პინტო, ოიერ ოლასაბალი
მცველები: მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა, ადრიანო, სერხი გომესი, კარლესი პლანასი, ილიე, კიკო ფემენია
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო, ალექსანდრ სონგი, სერხი რობერტო, ჯონათან დოს სანტოსი, ხოან რომანი, დანი ნიეტო, კვინტილია, სერხი სამპერი, პატრიკი, ესპინოსა
თავდამსხმელები:
ლიონელ მესი, კრისტიან ტელიო, ალექსის სანჩესი, დონგოუ.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნს" ხოსეპ გვარდიოლა წვრთნის, რომელიც ადრე "ბარსელონას" ხელმძღვანელობდა.

აქვე გეტყვით, რომ ესპანური გუნდი პირველ ოფიციალურ მატჩს 17 აგვისტოს ლა ლიგის გათამაშებაში გამართავს. მისი მეტოქე "ლევანტე" იქნება.

ასევე იხილეთ:
ხერარდო მარტინო: "ბარსელონა" კი არ უნდა მომერგოს მე, არამედ მე უნდა მოვერგო "ბარსას" სტილს

პროფაილი: "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ხერარდო მარტინო
მკითხველის კომენტარები / 2 /
აქ ხანდახან ისეთ შტერობას წერენ რო გაგეცინება რა
jimka707
23:43 24-07-2013
0
რაღაც რომ წერთ ჯერ გადაამოწმეთ! მარტინო ბარსაში არც ჩასულა და არც ოფიციალური წარდგენა მომხდარა.ასე რომ მარტინო ელემენტარულად ვერ წაიყვანდა. დღეს ბარსას როურა და რუბი გაიყვანს სათამაშოდ. მარტინოს დებიუტი ალბათ ოსლოში შედგება.
zaza
16:13 24-07-2013
0

სიახლეები პოპულარული