"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენ სათადარიგო ფეხბურთელში 25 მილიონი მივიღეთ, ეს დიდებულია

AutoSharing Option
მაშინ, როცა "ბარსელონას" გულშემატკივართა უდიდეს ნაწილს არ მოეწონა ახალგაზრდა ტალანტის, ტიაგო ალკანტარას დაკარგვა, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ფაუსი სულ სხვა აზრისაა - ის ამ ტრანსფერით აღფრთოვანებულია. 

"რა თქმა უნდა, დასანანია, რომ ტიაგომ დაგვტოვა, მაგრამ კომერციული კუთხით, 25 მილიონი ევროს მიღება სათადარიგო ფეხბურთელში კარგ გარიგებას ნიშნავს", - განაცხადა ფაუსმა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ალკანტარა მიუნხენის "ბაიერნში" პეპ გვარდიოლასთან გადავიდა.

ფაუსი დავიდ ვილიას ტრანსფერსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ "ბარსელონა" საკმაოდ მაღალი ხელფასის გადახდისგან განთავისუფლდა.

ფაუსის განცხადებით
"ბარსელონა" ფინანსურად ძალზე წარმატებულია: მისი განცხადებით, "ბარსამ" გადასახადების შემდეგ 32 მილიონი ევრო სუფთა მოგება ნახა. კლუბის ბიუჯეტი 491 მილიონი ევროა, რაც 21 მილიონით მეტია, ვიდრე ფინანსურად იყო გათვლილი.

ასევე იხილეთ:
პორტრეტი: ყოვლისშემძლე ტიაგო ალკანტარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული