"ვალენსიას" პრეზიდენტი: რობერტო სოლდადო მხოლოდ 30 მილიონად გაიყიდება

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემი" "ვალენსიას" 28 წლის ცენტრფორვარდ რობერტო სოლდადოს ყიდულობს, თუმცა მოლაპარაკება ამ ეტაპზე ჩიხშია შესული.

"ვალენსიას" ახალმა პრეზიდენტმა ამადეო სალვომ ზედმიწევნით ცხადად ჩამოაყალიბა სათქმელი: "არაფერი მოსალაპარაკებელი არ არის - რობერტო სოლდადოს აქვს ფასი და ის 30 მილიონ ევროს ტოლია. აი, ეს არის ჩვენი წინადადება და სხვა ვარიანტს არც განვიხილავთ", - განაცხადა სალვომ.

"სოლდადო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის, მისი გაყიდვა მხოლოდ კონტრაქტის თანახმად გათვალისწინებულ თანხად შეგვიძლია. ლონდონურ კლუბს 3 აგვისტომდე ვადა აქვს, რომ ჩვენთან გადახდის მეთოდზე დაიწყოს მოლაპარაკება, თუ არადა სოლდადოს
გამოსასყიდ თანხას კიდევ დაემატება
", - აღნიშნა "ვალენსიას" ბოსმა.

ასევე იხილეთ:
რობერტო სოლდადოს ნაცვლად "ვალენსია" ორ ფორვარდს იყიდის
მკითხველის კომენტარები / 1 /
სოლდადოს მაგივრად ჩიჩარიტოს ყიდვა უნდათ და არც გაიფიქრონ ეგეთი რაღაცა
saba
23:07 24-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული