სამშაბათს გაცხადდა, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი არგენტინელი სპეციალისტი იქნება, რამდენიმე გამოცემაში კი დაიწერა ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბმა არგენტინელი ვარსკვლავის აზრის გათვალისწინებით მიიღო.
"კლუბის პრეზიდენტთან საუბრისას მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ მარტინო კარგი მწვრთნელია. მას პირადად არ ვიცნობ, არც მას შევხვედრივარ და არც ლუის ენრიკეს (ყოფილი პრეტენდენტი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე).
გუნდში მარტინოს დანიშვნა, ჩემი აზრით, კარგი ნაბიჯია, რადგან მან თავი "ნიუელს ოლდ
თუმცა "ბარსელონას" პრეზიდენტისთვის მისი მოყვანა ნამდვილად არ მითხოვია", - აქვეყნებს მესის ნათქვამს Marca.