კევინ გამეირომ "სევილიასთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
26 წლის კევინ გამეირო ოფიციალურად "სევილიას" წევრია, ფრანგმა ფორვარდმა ანდალუსიურ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

უკვე ვწერდით, რომ "სევილიამ" "მანჩესტერ სიტიში" წასული ალვარო ნეგრედოს შემცვლელად "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი შეარჩია და მის შესაძენად დაახლოებით 10 მილიონი ევრო გადადო.

"სევილიასთან" გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გამეიროს მსურველ კლუბს 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ფეხბურთელმა შვედეთში მიატოვა პსჟ-ს საწვრთნელი შეკრება და სევილიაში გამოცხადდა, წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და "სანჩეს პისხუანზე" სპეციალურად მის სანახავად შეკრები 3 ათას ფანსაც წარუდგა.

გამეირო "სტრასბურსა" და "ლორიანში" თამაშობდა, 2011 წელს კი
"ვალენსიას" "პარი სენ-ჟერმენი" არჩია. პარიზელებმა მასში 11 მილიონი ევრო (+ ბონუსები) გადაიხადეს.

ლიგა 1-ის ორ სეზონში მან 59 მატჩში 19 გოლი გაიტანა, მაგრამ პსჟ-ში ედინსონ კავანის გამოჩენის შემდეგ ძირითადში მოხვედრის პერსპექტივა ძალზე შეუმცირდა. საფრანგეთის ნაკრების 8 შეხვედრაში კევინ გამეირომ 1 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კევინ გამეირო "სევილიაში" ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული