რამდენიმე კვირის განმავლობაში პრესა აქტიურად წერდა პსჟ-იდან "ბარსელონაში" ტაიგო სილვას შესაძლო გადაბარგებაზე, თუმცა ახლახან გაირკვა, რომ ამ ტრანსფერს განხორციელება არ უწერია.
როგორც Goal.com წერს, კატალონელთა ახალი სამიზნე სხვა ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისია. ის "ჩელსის" ძირითადი გუნდის უპირობო ფეხბურთელად იქცა, თუმცა ლონდონელთა სამწვრთნელო სკამზე ჟოზე მოურინიოს მოკალათების შემდეგ, როგორც ამბობენ, ფეხბურთელის პოზიციები შეირყა.
ამბობენ, რომ პორტუგალიელს ლუისის
არაოფიციალური ინფორმაციით, ლუისის სანაცვლოდ "ბარსელონა" მზადაა 29 მლნ ევრო გადაიხადოს.