"ბარსელონა" "ტატა" მარტინოს 7 გოლით მიეგება [VIDEO]

AutoSharing Option
როცა "სამეფო კლუბი" შვედეთს სტუმრობდა და "ულევიზე" პსჟ დაამარცხა, ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონაც" სკანდინავიაში იყო - ოსლოში., "ულევოლზე" "ვოლერენგა" 7:0 გაანადგურა. "ბაიერნის" ჯავრი მესიმ და კომპანიამ ნორვეგიულ კლუბზე იყარა ერთიანად.

ბრწყინვალე მესი, კიდევ უკეთესი ალექსისი
ხერარდო "ტატა" მარტინო თავის ახალ შეგირდებს პირველად სწორედ ოსლოში შეხვდა, სადაც "ბარსას" მხოლოდ ვარჯიშზე 2 ათასამდე ადამიანი მივიდა. თუმცა ის არ გაძღოლია გუნდს, შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნა თვალი, გუნდი კი ისევ რუბიმ, ამჯერად, უკანასკნელად გაიყვანა.

თამაშზე ბევრის თქმა უხერხულიცაა, მეტოქე ძალიან სუსტი აღმოჩნდა, კატალონიელებმა მასზე მიუნხენელთა ჯავრი
იყარეს.

პირველ 15 წუთში ანგარიში 4:0 უნდა ყოფილიყო, ლიონელ მესის შესანიშნავი ქუსლური რომ გასული იყო და "ვოლერენგას" მეკარეს და მცველს ერთობლივად არ მოეგერიებინათ. თუმცა მანამდე უკვე 3:0-ს იგებდა ესპანური გუნდი. ჯერ ალექსის სანჩესმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და ანგარიში გახსნა, შემდეგ ლეოს უნიკალური პასით კრისტიან ტელიომ შეაგდო, ბოლოს კი თავად არგენტინელი გაცდა ორ მცველს და გაიტანა. ტაიმში მეოთხე გოლი მაინც გავიდა, თავი ჯონათან დოს სანტოსმა გამოიჩინა, რომელმაც ახლო კუთხეში გაუტანა ნორვეგიელთა გოლკიპერს.

მეორე ტაიმში მესის შემცვლელმა ჟან-მარი დონგუმ დუბლი შეასრულა, "ბარსას" საუკეთესო გოლი კი ჟოან რომანის ანგარიშზეა - 7:0.

მართალია, ლეო მესიმ მხოლოდ 45 წუთი ითამაშა, მაგრამ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო: მის ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე პასია, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ალექსის სანჩესია, რომელიც მარჯვნიდან უტევდა "ვოლერენგას" და აიკლო ნორვეგიული გუნდის დაცვა. ჩილელმა თავადაც გაიტანა და 3 საგოლე პასიც გააკეთა.

ჟან-მარი დონგუ (ბარსელონა): "ვაუ! პირველ გუნდში ორი გოლი გავიტანე, ეს ფანტასტიკაა. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილების შეძენაა".

ვოლერენგა-ბარსელონა 0:7
გოლები: 0:1 სანჩესი (4), 0:2 ტელიო (6), 0:3 მესი (13), 0:4 ჯონ. დოს სანტოსი (42), 0:5 დონგუ (51), 0:6 დონგუ (56), 0:7 რომანი (86)
ბარსელონა: პინტო (46. ოლასაბალი) - მონტოია (61. გომესი), ბარტრა (61. კინტილია), მასკერანო (61. ილიე), ადრიანო (61. ესპინოსა) - ჯონ. დოს სანტოსი, სონგი, რობერტო - სანჩესი, მესი (46. დონგუ), ტელიო.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ტალანტი სამიზნეში
ამასობაში "ბარსელონა" მზადაა, 4 მილიონი ევრო გადაიხადოს დენის სუარესში. 19 წლის სუარესმა კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხიბლა. გალისიელი ცნობილია, კარგი პასით, მოედნის ხედვით და დამაგვირგვინებელი დარტყმით. მან კარიერა "სელტაში" დაიწყო, საიდანაც "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

"ბარსელონა" მას 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, პირველ წელს ის სარეზერვო გუნდში გაატარებს, მომდევნო სამ წელს კი უკვე ძირითადში. ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს 1 წელი რჩება კონტრაქტით "სიტისთან", თუმცა სავარაუდოდ, ის წავა გუნდიდან. "ბარსელონამდე" სუარესის ყიდვის სურვილი "ესპანიოლმა", "ვალენსიამ", "გრანადამ" და ისევ "სელტამ" დააფიქსირეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" ესპანელ ტალანტს ყიდულობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული