იკერ კასილიასი: მადლობა ჟოზე მოურინიოს, მაგრამ ის უკვე "რეალის" წარსულია

AutoSharing Option
შვებულებიდან დაბრუნებულმა იკერ კასილიასმა კომენტარი გააკეთა მადრიდის "რეალის" ყოფილ თავკაც ჟოზე მოურინიოზე, რომლის გამოც მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სეზონის მეორე ნახევარში სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

იკერმა თქვა, რომ ახლა ჯერ ადრეა პარალელის გავლება მოურინიოსა და კარლო ანჩელოტის შორის.

"პირველი ვარჯიშების მიხედვით დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. რა სხვაობა და რა საერთოა ანჩელოტისა და მოურინიოს შორის.

აუცილებელია, მოურინიოს მადლობა გადავუხადოთ გუნდის შენებაში გაწეული ღვაწლისთვის, წარმატებებისთვის, მაგრამ წარსულზე ფიქრი არ გვმართებს. ახალი ეტაპი ენთუზიაზმით უნდა დავიწყოთ, რათა ტიტულებისთვის ბრძოლა შევძლოთ"
, - განაცხადა გუნდის კაპიტანმა.

შეგახსენებთ, რომ
ძირითადში თამაშის გარანტიას იკერ კასილიასს ვერც კარლო ანჩელოტი აძლევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იკერ კასილიასი ალაპარაკდა: ვტიროდი, ვშფოთავდი და ღამეებსაც ვათენებდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული