ვიქტორ ვალდესი: მინდა "ბარსელონასთან" ერთად ბოლოჯერ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარემ ვიქტორ ვალდესმა, რომელიც ერთი წლის მერე გუნდის დატოვებას აპირებს, მომავალი სეზონის შესახებ ისაუბრა.

"წასვლის გადაწყვეტილებას არ შევიცვლი და ამ თემაზე აღარ მინდა საუბარი.

მაგრამ მინდა ბოლოჯერ ავწიო ჩემპიონთა თასი - ეს "ბარსელონაში" ჩემი კარიერის ლამაზი დასასრული იქნებოდა.

მარტინო ის ადამიანია, რომელიც ფეხბურთელებს კარგად ეკონტაქტება. უკვე მქონდა შესაძლებლობა მასსა და მის თანაშემწეებს დავლაპარაკებოდი.

ის ამბიციური ადამიანი. მან მითხრა, რომ გამარჯვევებებისგან არ უნდა დავიღალოთ",
- თქვა ვალდესმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული