ნეიმარმა "ბარსელონაში" პირველად ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
30 ივლისს პოლონურ ქალაქ გდანსკში 41 ათასი მაყურებელი დაესწრო ამხანაგურ მატჩს "ლეხიას" და "ბარსელონას" შორის.

კატალონიურ გუნდს ამ შეხვედრით უნდა დაეწყო წინასასეზონო მზადება, მაგრამ ტიტო ვილანოვას ავადმყოფობის გამო, შეხვედრა მაშინ ჩაიშალა.

პირველად გუნდს ხერარდო მარტინო გაუძღვა, ხოლო მოედანზე პირველად ვიხილეთ "ბარსას" მაისურით 21 წლის ბრაზილიელი ნეიმარი.

სხვათა შორის, ესპანელებს ორჯერ მოუწიათ ანგარიშის გათანაბრება. პირველ ტაიმში იაროსლავ ბიენიუკის გოლს, სერხი რობერტომ (ადრიანოს პასით) უპასუხა, მეორე ტაიმში კი პიოტრ გჟელჩაკის გოლს, ლიონელ მესის (ალექსის სანჩესის პასი) შედეგიანი დარტყმა მოჰყვა.

ნეიმარი მოედანზე ბოლო
10 წუთით გამოჩნდა ალექსის სანჩესის ნაცვლად.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
"ბარსელონა" "ტატა" მარტინოს 7 გოლით მიეგება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული