სერხიო რამოსი: ბოღმა არ ვარ, ამიტომ ჟოზე მოურინიოზე მხოლოდ კარგს გავიხსენებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა კომენტარი გუნდის ყოფილი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს შესახებ გააკეთა. ესპანური პრესა მუდამ წერდა, რომ სერხიო რამოსსა და მოურინიოს შორის ცუდი ურთიერთობა იყო, თუმცა ამას ხმამაღლა არც ერთი არ ადასტურებდა.

"წარსულს ვეღარაფერს შემატებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი ბოღმა არ ვარ და წყენას გულში არ ვიტოვებ, ამიტომ ჟოზე მოურინიოს მხოლოდ დადებითი კუთხით გავიხსენებ.

ის არის ძალიან ძლიერი სპეციალისტი, ეს უდავოა. გუნდის წევრები, ყველა, მას საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში, თუმცა ახლა ჩვენ ახალი თავკაცი გვყავს. ამიტომ სხვა მწვრთნელზე ბევრი ლაპარაკი კარლო
ანჩელოტისადმი უპატივცემულობის გამოხატულება იქნებოდა."


შეგახსენებთ, რომ კონფედერაციათა თასზე მოთამაშე სერხიო რამოსი გუნდს მხოლოდ ამერიკულ ტურნეს წინ შეუერთდა, ის ბაზაზე ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს "რეალის" მოწინავე ფეხბურთელებთან ურთიერთობა მას მერე დაეძაბა, რაც გუნდის კაპიტანი იკერ კასილიასი სათადარიგოთა სკამზე დასვა.

ასევე იხილეთ:
იკერ კასილიასი: მადლობა ჟოზე მოურინიოს, მაგრამ ის უკვე "რეალის" წარსულია

მკითხველის კომენტარები / 2 /
რამაგრად მევასები პროსტა რას დაიმგვანე თავი :||
giorgi kaxishvili
16:29 31-07-2013
0
ურჩიოს ვინმემ, რა, რო რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით ნაკლებ სისულელეს იტყვის.
პრიჩოოოო :)
dudu
17:31 31-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული