ლოს ანჯელესში კრიშტიანო რონალდომ ბეისბოლის მატჩი გახსნა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ ამერიკული ბეისბოლის ლიგის მნიშვნელოვანი მატჩი გახსნა ბურთის სიმბოლური დარტყმით.

ეს მატჩი ორ ცნობილ კლუბს შორის გაიმართა - "ლოს ანჯელეს დოჯერსმა" "ნიუ იორკ იანკის" უმასპინძლა. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა ამ შეხვედრის გახსნის პატივი მიიღო, ვინაიდან "რეალი" წინასასეზონო შეკრებაზე მადრიდშია დაბანაკებული.

სწორედ ამ სტადიონზე 2 აგვისტოს "რეალი" ჩემპიონთა საერთაშორისო ლიგის ეგიდით პირველ მატჩს გამართავს. ესპანური გრანდის მეტოქე "ლოს ანჯელეს გალაქსია".

რონალდოსთან ერთად ვიხილეთ მსახიობი სემუელ ელ ჯექსონი და ლეგენდარული კალათბურთელი მეჯიქ ჯონსონი.

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს ლოს
ანჯელესში გააგრძელებს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული