დუბლი შეასრულა სესკ ფაბრეგასმა, თითო გოლი ლეო მესიმ, ალექსის სანჩესმა, პედრო როდრიგესმა და დონგუმ გაიტანეს, ერთიც ბრაზილიელთა ავტოგოლია.
ამ თამაშში დებიუტი ჰქონდათ "კამპ ნოუზე" ხერარდო მარტინოსა და ნეიმარს, რომელმაც ლეო მესისთან ერთად ჯამში 16 წუთი დაჰყო მოედანზე (პირველად).
ნეიმარსაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა.