"მივხდი, რომ "რეალი" უბრალოდ კლუბი არაა. მადრიდში სპორტზე კი არ ფიქრობენ, არამედ პოლიტიკით არიან დაკავებული.
ჩემი იქ ყოფნის მეორე წელს ჩემპიონატი მოვიგეთ და ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო კლუბი გავხდით. მაშინ 100 ქულა დავაგროვეთ და 121 გოლი გავიტანეთ.
მომდევნო სეზონში კი არჩევნების გამო სპორტული თვალსაზრისი უკანა პლანზე გადაიწია. ამას მხოლოდ ის ადამიანები მიხვდებიან, ვინც გუნდში არიან.
თუმცა ეს სეზონი ცუდი არ გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით და ესპანეთის თასის ფინალში.
მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ახალგაზრდა ვიყავი და რივალდოს, ფიგუს, გვარდიოლასა და რონალდოს ვწვრთნიდი