ლიონელ მესის "ბარსელონაში" ნეიმარზე ნაკლები ხელფასი აქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი უკმაყოფილოა, რომ გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ახალწვეული ნეიმარია და ამიტომ საკუთარი კონტრაქტის პირობების გადახედვას აპირებს.

ამის შესახებ Football Espana იუწყება.

ლიონელის მამა ხორხე, რომელიც ფეხბურთელის ინტერესებს წარმოადგენს, მომავალ კვირას "ბარსელონას" პრეზიდენტს სანდრო როსელს შეხვდება, რომ არგენტინელი ფორვარდისთვის ხელფასის გაზრდაზე ესაუბროს.

აქვე გეტყვით, რომ 2013 წლის თებერვალში მესიმ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა და არაოფიციალური მონაცემებით ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში ბონუსების გარდა 12 მილიონი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ თქვენ მოგიხანთ მინდორ-ველი რაააა, ააჩხუბოთ ეგება ერთმანეთში და მერე ცალ-ცალკე გაყიდოთ ორივე. ეს ფული რაფერ ყველაფერს ღუპავს, ამათი..! :(
ketilo
15:03 04-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული