სანდრო როსელი: ლიონელ მესი მყიდველს 580 მილიონი ევრო დაუჯდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბი არ დაიჭერს არც ერთ ფეხბურთელს, ვისაც კი წასვლა ენდომება, გამონაკლისი მხოლოდ არგენტინელი ლიონელ მესია.

"ეს წესი მხოლოდ მესიზე არ იმოქმედებს. ის "ბარსელონაში" უნდა დარჩეს. კონტრაქტის მიხედვით, მესის მთხოვნელმა 250 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, ამას ემატება სახელმწიფოსთვის დაწესებული გადასახადი, რაც ამ შემთხვევაში 56 პროცენტია. ასე რომ, მესის მყიდველს ჯიბეში 580 მილიონი ევრო უნდა ედოს. სხვა სიტყვებით, რომ ვქვათ - მესი არ იყიდება", - განაცხადა როსელმა.

"ბარსას" 49 წლის პრეზიდენტმა კომენტარი გარეთ ბეილში "რეალის" მიერ 120 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნაზეც გააკეთა კომენტარი:

"მხოლოდ
დრო გვიჩვენებს, მეტისმეტად ბევრია თუ არა ეს ფული უელსელის სანაცვლოდ"
.  

ასევე იხილეთ:
სანდრო როსელი: ლიონელ მესი ერთადერთი მამალია საქათმეში
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ერთადერთი მამალია საქათმეში"-ასეთი ნათქვამით და ბეილის 120 მილიონად შეფასებით, როსელი დაღუპავს რეალს!
ჰარი
11:25 05-08-2013
0

სიახლეები პოპულარული