გასულ სეზონში ლა ლიგის 3 მატჩი გარიგებული იყო

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, ჩაწყობილი მატჩების გამოსავლენმა გამოძიებამ 2012/13 წლების სეზონის 9 მატჩი საეჭვოდ ცნო.

საქმე ეხება სამ შეხვედრას პრიმერა დივიზიონში და 6-ს სეგუნდა დივიზიონში.

"ახლა ვერ დავაკონკრეტებ, რომელ მატჩებზეა საუბარი, რადგან ეს სავარაუდოდ გამოძიების მიმდინარეობას ხელს შეუშლის. სულ რამდენიმე მოტივია, რომელთა გამოც მატჩებს აწყობდნენ", - განაცხადა ესპანეთის პროფესიული ლიგის (LFP) პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა.

ორიოდე დღის წინ კატალონიური "ჟირონის" პრეზიდენტმა ჟოაკიმ ბოადასმა კონკრეტულად დაადო ხელი "ხერესის" და "რასინგის" ხელმძღვანელობას, თამაშის ჩაწყობა შემოგვთავაზესო. ეს ბოადესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ესპანეთის სპორტის საქმეების კომიტეტის
ხელმძღვანელი მიგელ კარდენალიც ესწრებოდა.

სავარაუდოდ, გამოძიება დასკვნით ნაწილშია და ჩვენ მალე შევიტყობთ კონკრეტული მატჩების შესახებ.

ასევე იხილეთ:
სტეფანო მაურის 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული