"ბარსელონამ" შეიძლება აღარ იყიდოს ცენტრალური მცველი

AutoSharing Option
ესპანური პრესა ირწმუნება, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება შეიცადოს და ჯერჯერობით უარი თქვას ცენტრალური მცველის ყიდვაზე.

გუნდის არგენტინელი მწვრთნელი ხერარდო მარტინო მიიჩნევს, რომ მის ხელთ არსებულ კადრებს დაცვის ცენტრში პრობლემის აღმოფხვრა შეუძლიათ.

მარტინო ცენტრალურ მცველებად ჟერარდ პიკეს, კარლეს პუიოლს და ხავიერ მასკერანოს გამოიყენებს.

საბოლოო ვერდიქტი ამ საკითხზე მაშინ დაისმება, როცა კარგად გამოიკვლევენ პუიოლის მდგომარეობას. თუკი გუნდის კაპიტანი ჩვეულ ფორმაში შევა და თავიდან მორიგ ტრავმებს აიცილებს, "ბარსელონამ" შეიძლება სულაც უარი თქვას ახალი მცველის ყიდვაზე.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე ხშირად "ბარსას" ტიაგო სილვას
უკავშირებდნენ, მან კი ახლახან "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ასევე იხილეთ:
ტიაგო სილვამ "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2018 წლამდე გააგრძელა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული