კარლო ანჩელოტი: კოენტრაო ფიქრობს, ხედირა და დი მარია რჩებიან

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სატრანსფერო ჭორებზე კომენტარი გააკეთა.

"კოენტრაო საკუთარ მომავალზე ფიქრობს. მას საბოლოო გადა
წყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მოცემულ სიტუაციაში ყველაფერი ფეხბურთელის სურვილზეა დამოკიდებული, რომელიც გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და ეს ძალიან კარგია.

ხედირა რჩება, ანხელ დი მარიასთანაც პრობლემა არ არსებობს. ისინი წასვლას არ აპირებენ",
- აღნიშნა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატში პირველ შეხვედრას "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბეტისთან" 18 აგვისტოს გამართავს.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული