სესკ ფაბრეგასი ლა ლიგის I ტურის მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასს კლუბის ექიმებმა მარჯვენა კოჭის მყესის დაზიანება დაუდგინეს. ახლა უკვე ცხადია, რომ სესკი არა მხოლოდ ესპანეთის ნაკრების ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს, რომელიც 14 აგვისტოს ეკვადორში გაიმართება.

ფაბრეგასი ყველა ვარიანტში დააკლდება I ტურის მატჩში პრიმერადივიზიონში "ლევანტეს" წინააღმდეგ, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართება.

სხვათა შორის, ვისენტე დელ ბოსკემ გამოკლებული ფაბრეგასის ნაცვლად ეროვნულ გუნდში არავინ დაამატა და ნაკრები ეკვადორში 20 კაცით გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმა ფაბრეგასმა აზიური ტურნეს ბოლო შეხვედრაში მიიღო მალაიზიის ნაკრებთან (3:1), რომელშიც ანგარიში თავად გახსნა.

ასევე იხილეთ:
სესკ ფაბრეგასი
ეკვადორთან მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული