მარსელო: ჩემსა და ნეიმარს შორის მოედანზე მეგობრობა არ გამოვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა მარსელო ჟუნიორმა ესპანურ პრესასთან თქვა, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელ ნეიმართან, ამ ორი ესპანური გრანდის ურთიერთშეხვედრების დროს, მეგობრობას დაივიწყებს.

მარსელომ აღნიშნა, მეგობრობა მოედანზე არ ვრცელდებაო.

"ნეიმარი - ჩემი დიდი მეგობარია. გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევები იქნება, როდესაც ჩვენი გუნდები ერთმანე
თს დაუპირისპირდებიან. აი, თამაშის შემდეგ კი ისევ გავაგრძელებთ მეგობრობას.

მსგავსი გამოცდილება უკვე მაქვს მიღებული დანიელ ალვეშთან მიმართებაში",
- თქვა მარსელომ.

შეგახსენებთ, რომ მარსელომ და ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ახლახან ერთად მოიგეს კონფედერაციათა თასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული