დავიდ ვილია: ვიზეიმებ თუ არა "ბარსელონას" კარში გატანილ გოლს? რა თქმა უნდა!

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ ესპანეთის სუპერთასის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

სუპერთასის შეხვედრები 22 და 29 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ესპანეთში სუპერთასზე ორი შეხვედრა შინ და სტუმრად ტარდება.

"არ ვიცი, კარგია თუ ცუდი ორი მატჩი ერთის ნაცვლად. ყოველ შემთხვევაში, თავს შეცდომის უფლება არ უნდა მივცეთ.

"ბარსელონას" წინააღმდეგ შეხვედრაში დაცვაში მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და ყველა საგოლე მომენტი გამოვიყენოთ.

აგვისტოში პირველი ტიტულის მოპოვება ნებისმიერი გუნდისთვის დიდი სტიმული იქნებოდა. როგორ დავამარცხოთ "ბარსელონა"? ერთს გეტყვით: ნებისმიერ გუნდს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია.

"ბარსელონაში" ბევრი
მეგობარი დამრჩა. პირველად ვითამაშებ მათ წინააღმდეგ, მაგრამ დამიჯერეთ, სასტვენის შემდეგ მეც და მაგათაც მეგობრობა დაგვ
ავიწყდება.

ვიზეიმებ თუ არა გოლს? ყოველთვის ვზეიმობ გოლებს. შესაძლოა, ყოფილი გუნდის მიმართ პატივისცემის გამო იმდენად იმპულსური არ ვიყო, მაგრამ უმოქმედოდ ნამდვილად არ ვიქნები",
- თქვა ვილიამ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული