სუპერთასის შეხვედრები 22 და 29 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ესპანეთში სუპერთასზე ორი შეხვედრა შინ და სტუმრად ტარდება.
"არ ვიცი, კარგია თუ ცუდი ორი მატჩი ერთის ნაცვლად. ყოველ შემთხვევაში, თავს შეცდომის უფლება არ უნდა მივცეთ.
"ბარსელონას" წინააღმდეგ შეხვედრაში დაცვაში მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და ყველა საგოლე მომენტი გამოვიყენოთ.
აგვისტოში პირველი ტიტულის მოპოვება ნებისმიერი გუნდისთვის დიდი სტიმული იქნებოდა. როგორ დავამარცხოთ "ბარსელონა"? ერთს გეტყვით: ნებისმიერ გუნდს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია.
"ბარსელონაში" ბევრი
ვიზეიმებ თუ არა გოლს? ყოველთვის ვზეიმობ გოლებს. შესაძლოა, ყოფილი გუნდის მიმართ პატივისცემის გამო იმდენად იმპულსური არ ვიყო, მაგრამ უმოქმედოდ ნამდვილად არ ვიქნები", - თქვა ვილიამ.
მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით