თასის მფლობელმა "ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე ესპანეთის ჩემპიონს, "ბარსელონას" უმასპინძლა.
გუნდებს შორის მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ანგარიშის გახსნა უკვე მადრიდელმა დავიდ ვილიამ მე-12 წუთზე მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ვილია "ატლეტიკოში" "ბარსელონადან" 5.1 მილიონ ევროდ გადავიდა.
"ბარსელონამ" გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლო. შეცვლაზე შემოსულმა ნეიმარმა დანიელ ალვეშის პასით კურტუას კარი თავური დარტყმით აიღო.
შეგახსენებთ, რომ სუპერთასის საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს ბარსელონაში გაიმართება.
ესპანეთი. სუპერთასი. I მატჩი
გოლები: 1:0 ვილია (12), 1:1 ნეიმარი (67)
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე - გაბი, სუარესი - დიეგო კოშტა (79. როდრიგესი), კოკე (72. ტორესი), თურანი (76. ლეო) - ვილია.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი (89. სონგი), ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო (59. ნეიმარი), მესი (46. ფაბრეგასი), სანჩესი.
გაფრთხილება: ხუანფრანი, ფილიპე, სუარესი - ბუსკეტსი, ალბა, ნეიმარი.
მაყურებელი: 55 000