ესპანეთი. ლა ლიგა. რეკორდები

AutoSharing Option
ვაგრძელებთ წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატების რეკორდებზე საუბარს. ინგლისის, გერმანიისა და იტალიის შემდეგ ესპანეთის ჯერიც დადგა.

აქვე გეტყვით, რომ ეს სტატია წლევანდელი სეზონის პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით ქვეყნდება...

გუნდური
ჩემპიონები
"რეალი" - 32
"ბარსელონა" - 22
"ატლეტიკო" (მადრიდი) - 9
"ატლეტიკი" (ბილბაო) - 8
"ვალენსია" - 6
"რეალ სოსიედადი" - 2
"დეპორტივო", "სევილია", "ბეტისი" - 1

ჩემპიონობა ზედიზედ
5 - "რეალი" (ორჯერ: 1960-65, 1986-90)

ყველაზე მეტი სეზონი
83 - "ატლეტიკი", "ბარსელონა", "რეალი" - ამ სამეულს ლა ლიგის ერთი სეზონიც კი არ გამოუტოვებია.
79 - "ვალენსია", "ესპანიოლი"
77 - "ატლეტიკო"
70 - "სევილია"

ყველაზე მეტი ქულა - 100 ქულა - "რეალი" (2011/12), "ბარსელონა" (2012/13)
ყველაზე მეტი ქულა შინ - 55 ქულა - "ბარსელონა" (2009/10 და 2012/13)
ყველაზე მეტი ქულა სტუმრად - 50 ქულა - "რეალი" (2011/12)
ყველაზე ცოტა ქულა - 13 ქულა - "სპორტინგი" (1997/98) (2 მოგება, 7 ფრე, 29 წაგება)
ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია - 38 მატჩი - "რეალ სოსიედადი" (29 აპრილი, 1979 - 11 მაისი, 1980)
ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია შინ - 121 მატჩი - "რეალი" (17 თებერვალი, 1957 - 7 მარტი, 1965)
ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია სტუმრად - 23 - "ბარსელონა" (14 თებერვალი, 2010 - 30 აპრილი, 2011)
ყველაზე მეტი მოგება ზედიზედ - 16 - "ბარსელონა" (16 ოქტომბერი, 2010 - 12 თებერვალი, 2011)
ზედიზედ მოგებული საშინაო მატჩები - 39 - "ბარსელონა" (16 თებერვალი, 1958 - 6 ნოემბერი, 1960)
ზედიზედ მოგებული საგარეო მატჩები - 12 - "ბარსელონა" (1 მაისი, 2010 - 12 თებერვალი, 2011)
ყველაზე მეტი გოლი სეზონში - 121 გოლი - "რეალი" (2011/12)
ყველაზე მეტი გოლი შინ - 78 - "რეალი" (1989/90)
ყველაზე მეტი გოლი სტუმრად - 52 - "ბარსელონა" (2012/13)
ზედიზედ გატანილი მინიმუმ ერთი გოლი - 57 მატჩი - "ბარსელონა" (4 თებერვალი, 2012 - სერია გრძელდება)
ზედიზედ გატანილი მინიმუმ ერთი გოლი შინ - 88 მატჩი - "ბარსელონა" (10 თებერვალი, 1952 - 19 იანვარი, 1958)
ზედიზედ გატანილი მინიმუმ ერთი გოლი სტუმრად - 28 მატჩი - "ბარსელონა" (11 თებერვალი, 2012 - სერია გრძელდება)

ინდივიდუალური
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები
1. ტელმო სარა - 251 გოლი
2. უგო სანჩესი - 234
3. რაული - 228
4. ალფრედო დი სტეფანო - 227
5. სესარ როდრიგესი - 223
6. კინი - 219
7. ლიონელ მესი - 217
8. პაინიო - 210
9. ედმუნდო სუარესი - 195
10. კარლოს სანტილიანა - 186

მოქმედი ფეხბურთელები
(ისინი, ვინც ლა ლიგაში თამაშობენ)
1. ლიონელ მესი - 217
2. დავიდ ვილია - 171
3. კრიშტიანო რონალდო - 146
4. არიც ადურისი - 76
5. ქარიმ ბენზემა - 56
6. ჩავი - 54
7. რუბენ კასტრო - 50
8-9. მანუ დელ მორალი, რიკი - 48
10. სერხიო გარსია - 45

ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში
1. ლიონელ მესი - 50 გოლი (2011/12)
2-3. ლიონელ მესი - 46 (2012/13),
კრიშტიანო რონალდო - 46 (2011/12)
4. კრიშტიანო რონალდო - 40 (2010/11)
5-6. ტელმო სარა - 38 (1950/51)
უგო სანჩესი - 38 (1989/90)

ყველაზე მეტი მატჩი
1. ანდონი სუბისარეტა - 622 თამაში
2. რაული - 550
3. ეუსებიო საკრისტანი - 543
4. ფრანსისკო ბუიო - 542
5. მანუელ სანჩისი - 524
6. მიკელ სოლერი - 504
7. ფერნანდო იერო - 497
8. ხოსე მარი ბაკერო - 483
9. ლორენსო ხუაროს გარსია - 482
10. ხოაკინ ალონსო - 479

მოქმედი ფეხბურთელები
(ისინი, ვინც ლა ლიგაში თამაშობენ)
1. იკერ კასილიასი - 476 თამაში
2. ჩავი - 445
3. ჟოან კაპდევილა - 403
4. ფრანსისკო პუნიალი - 395
5. კარლეს პუიოლი - 387
6. ალბერტო ლოპო - 366
7. ვიქტორ ვალდესი - 362
8. ანდონი ირაოლა - 351
9. დანი ალვეში - 337
10. დავიდ ვილია - 317

მწვრთნელები
1. ლუის არაგონესი - 757 მატჩი
2. ხავიერ ირურეტა - 612
3. მიგელ მუნიოსი - 601
4. ვიქტორ ფერნანდესი - 514
5. ხავიერ კლემენტე - 511

მეკარეების მშრალი სერიები
1. აბელ რესინო ("ატლეტიკო", 1990/91) - 1 275 წუთი
2. მიგელ რეინა ("ბარსელონა", 1972/73) - 824
3. ედგარდო მადინაბეიტია ("ატლეტიკო", 1965/66) - 793
4. ლუის არკონადა ("სოსიედადი", 1979/80) - 753
5. ვიქტორ გარსია ("ოვიედო", 1990/91-1991/92) - 732

ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე - ამადეო კარბონი - 41 წელი, 1 თვე და 10 დღე ("ვალენსია"-"ოსასუნა", 2006 წლის 16 მაისი)
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი - ფრანსისკო ბაო როდრიგეს სანსონი - 15 წელი, 8 თვე და 11 დღე - ("სელტა"-"სევილია", 1939 წლის 31 დეკემბერი)
ყველაზე მეტი გოლი სეზონში შინ - 35 - ლიონელ მესი ("ბარსელონა", 2011/12)
ყველაზე მეტი გოლი სეზონში სტუმრად - 24 - ლიონელ მესი ("ბარსელონა", 2012/13)
ყველაზე მეტი შედეგიანი მატჩი სეზონში - 27 - ლიონელ მესი ("ბარსელონა", 2012/13), კრიშტიანო რონალდო ("რეალი", 2011/12)
გოლი ლიგის ყველა მეტოქის კარში - კრიშტიანო რონალდო ("რეალი", 2011/12), ლიონელ მესი ("ბარსელონა", 2012/13)
ყველაზე მეტი გოლი ერთ შეხვედრაში - 7 - აგუსტინ საუტო არანა ("ატლეტიკი"-"ბარსელონა", 1931 წლის 8 თებერვალი), ლასლო კუბალა ("ბარსელონა"-"სპორტინგი", 1952 წლის 10 თებერვალი)
ზედიზედ გატანილი გოლები - 21 მატჩი - ლიონელ მესი (სულ 33 გოლი, მე-11-34-ე ტურები, 2012/13)
ყველაზე მეტი ჰეთ თრიქი სეზონში - 8 - ლიონელ მესი ("ბარსელონა", 2011/12)
ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი - ფაბრის ოლინგა, 16 წელი და 98 დღე ("მალაგა"-"სელტა", 2012 წლის 18 აგვისტო)
ყველაზე მეტი წითელი ბარათი კარიერაში - 18 - ხავიერ აგუადო (სარაგოსა), პაბლო ალფარო (სარაგოსა, სევილია, რასინგი) - პაბლო ალფარომ სეგუნდა დივიზიონში თამაშის დროს კიდევ 9 წითელი ბარათი მიიღო და კარიერა 27 გაძევებით (!) დაასრულა.
ყველაზე მეტჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა ფრანსისკო ხენტო, რომელმაც მადრიდის "რეალთან" ერთად 12 საჩემპიონო ტიტული მოიგო.

სხვადასხვა რეკორდი
ყველაზე დიდი მოგება: "ატლეტიკი"-"ბარსელონა" 12:1 (1931 წლის 8 თებერვალი)
ყველაზე დიდი მოგება სტუმრად: "ლას პალმასი"-"ბარსელონა" 0:8 (1959 წლის 25 ოქტომბერი), "ალმერია"-"ბარსელონა" 0:8 (2010 წლის 20 ნოემბერი)
ყველაზე მეტი გოლი ერთ შეხვედრაში - 14 - "ატლეტიკი"-"რასინგი" 9:5 (1933 წლის 5 თებერვალი)
ყველაზე შედეგიანი ფრე - "ატლეტიკო"-"ატლეტიკი" 6:6 (1950 წლის 29 იანვარი)
ყველაზე მეტი გაძევება ერთ შეხვედრაში: 6 - "ესპანიოლი"-"ბარსელონა" (3-3, 2003 წლის 13 დეკემბერი)
პირველიდან ბოლო ტურის ჩათვლით ლიდერობდნენ - "ბარსელონა" (1984/84), "რეალი" (1987/88), "ბარსელონა" (2012/13)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა
del piero 10
16:56 23-08-2013
0

სიახლეები პოპულარული