ჰოლანდიელ ფეხბურთელს კვლავ აწუხებს მარჯვენა თეძოს ტრავმა.
ამასთან დაკავშირებით, აფელაიმ ტრავმირებულ ფეხზე ოპერაცია ჩაიტარა. ამის შესახებ "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
2012/13 წლების სეზონში ჰოლანდიელი ნახევარმცველი იჯარით "შალკეში" თამაშობდა.