მადრიდის "ატლეტიკო" ლონდონის "ჩელსის" ხუან მატას სთხოვს

AutoSharing Option
კვირას, "რადიო მარკამ" გამოაცხადა, რომ მადრიდის "ატლეტიკო" ხუან მატას ტრანსფერზე მუშაობს. ამ სენსაციურ ცნობას საფუძვლად "ჩელსიში" განხორციელებული ბრაზილიელი ვილიანის ტრანსფერი უდევს.

ახლა ჟოზე მოურინიოს დაახლოებით ერთნაირი ტიპის და პოზიციის ხუთი ფეხბურთელი ჰყავს და პორტუგალიელი ბოსი არ მალავს, რომ რომელიმეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეიძლება წასვლამ მოუწიოს.

ხუთეული კი ასეთია: ვილიანი, მატა, ოსკარი, დე ბრუინი და აზარი. ამ კვინტეტს, რომელთაც შეტევაზე ორიენტირებული ნახევარმცველები შეიძლება ვუწოდოთ, გარანტირებული არ აქვს ადგილი სასტარტო შემადგენლობაში.

"რადიო მარკას" ცნობით, "როხიბლანკოს" თავკაცი დიეგო სიმეონე ცდილობს გუნდის გაძლიერებას, რათა
"ატლეტიკომ" ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე კარგად იასპარეზოს.

ამ შემთხვევაში 25 წლის მატას დამატება დიდებული ვარიანტი იქნებოდა. საუბარი ესპანელის იჯარაზეა.არის მატას ტრანსფერის მეორე ვარიანტიც - ის შეიძლება უეინ რუნის ტრანსფერის "ხურდაში მოყვეს", თუკი "მანჩესტერ იუნაიტედი" რუნის გაყიდვად დათანხმდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი "ჩელსიში" 2011 წელს "ვალენსიადან" 23,5 მილიონ ფუნტად გადავიდა.

ასევე იხილეთ:
ხუან მატა: ჩემთვის ჟოზე მოურინიო დამატებითი მოტივაციაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული