ესპანეთის ნაკრებს ხავი მარტინესი დააკლდება

AutoSharing Option
შაბათს მიუნხენის "ბაიერნის" მორიგ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია 24 წლის ხავი მარტინესს. როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი მუცლის კუნთის ტრავმაა.

ესპანელ ნახევარმცველს ვარჯიში კი არა, სიარულიც უჭირს. ასე რომ, თითქმის გამორიცხულია ის ესპანეთის ნაკრებს მომავალ შეხვედრებში დაეხმაროს.

ვისენტე დელ ბოსკემ შემადგენლობა, რომლითაც "ფურია როხა" ფინეთისა და ჩილეს ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, პარასკევს უნდა დაასახელოს.

ასევე იხილეთ:
მათიას ზამერი: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უკანონობას სჩადის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული