"ბარსელონამ" ესპანეთის სუპერთასი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
28 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრა გაიმართა. "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა.

გუნდებს შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

პირველი მატჩი კი მადრიდში 1:1 დასრულდა. შესაბამისად, ესპანეთის სუპერთასი ორი მატჩის ჯამში "ბარსელონამ" მოიგო.

აღნიშნული ტიტული კლუბის ისტორიაში მე-11 გახდა.

პირველი მოგებული ტიტულის შემდეგ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ კომენტარი გააკეთა.

"ნეიმარმა ძალიან კარგად ითამაშა და ამავე დროს, არ დაიღალა. ამიტომ მისი შეცვლა საჭირო არ გახდა.

როგორც უკვე ვამბობდი, სუპერთასზე იმიტომ ვმონაწილეობთ, რომ გასულ სეზონში გუნდმა კარგად იასპარეზა. ამიტომ ეს
ტიტული ტიტო ვილანოვას და ფეხბურთელებს ეკუთვნით
.

ვალდესის კარში მეტოქემ ორჯერ დაარტყა და მან კარი ორივე
ჯერ იხსნა გაშვებული გოლისგან. ის შესანიშნავი მეკარეა.

რატომ არ იყო სასტარტოში ინიესტა? მწვრთნელის მოვალეობაა, გადაწყვეტილებები მიიღოს და მე ასე გადავწყვიტე.

რაც შეეხება მესისა და ნეიმარს, ორივემ კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ერთმანეთთან თამაშის მხრივ კიდევ უნდა მოუმატონ",
- თქვა მარტინომ.

ესპანეთის სუპერთასი
ბარსელონა-ატლეტიკო 0:0 (პირველი მატჩი 1:1)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ფაბრეგასი (72. ინიესტა), ბუსკეტსი, ჩავი - ა. სანჩესი (65. პედრო), მესი, ნეიმარი
ატლეტიკო (4-1-4-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფ. ლუისი - მ. სუარესი - დ. კოშტა, გაბი, თურანი (72. ადრიანი), კოკე (89. ლეო ბაპტიშტაო) - ვილია (84. კ. როდრიგესი)
გაფრთხილება: ფაბრეგასი, ბუსკეტსი, პიკე - კოკე, გაბი, დ. კოშტა, გოდინი
გაძევება: - ფ. ლუისი (81), თურანი (90+1)
90-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა მესიმ
კარში დარტყმა: 6-10 (2-3) კუთხური: 6-1 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 9-27 ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 74 536

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას თუ მოგება ქვია კი...
messi10
14:16 29-08-2013
0

სიახლეები პოპულარული