ანხელ დი მარია: მადრიდის "რეალიდან" წასვლა არ მსურს

AutoSharing Option
ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალში" დარჩენა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბში" გარეთ ბეილის ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.

ესპანელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ უელსელის "რეალში" გადასვლის შემთხვევაში, 25 წლის არგენტინელი გუნდს დატოვებდა.

მის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენდა, ბოლო დღეებში კი პსჟ, "არსენალი" და "გალათასარაი" გააქტიურდნენ, მაგრამ 28 აგვისტოს დი მარიამ კარლო ანჩელოტის გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

"მესმის, რომ კლუბს გაძლიერება სურს და ეს ბუნებრივიც არის. მე კონტრაქტი 2018 წლამდე მაქვს გაფორმებული და მინდა, რომ ეს წლები "ბერნაბეუზე" გავატარო", -
უთხრა დი მარიამ AS-ს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი "რეალში" ლისაბონის "ბენფიკადან" 2010 წლის ივნისში გადავიდა და იქიდან მოყოლებული, გარემარბმა "სამეფო კლუბში" 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული