ესპანელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ უელსელის "რეალში" გადასვლის შემთხვევაში, 25 წლის არგენტინელი გუნდს დატოვებდა.
მის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენდა, ბოლო დღეებში კი პსჟ, "არსენალი" და "გალათასარაი" გააქტიურდნენ, მაგრამ 28 აგვისტოს დი მარიამ კარლო ანჩელოტის გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა.
"მესმის, რომ კლუბს გაძლიერება სურს და ეს ბუნებრივიც არის. მე კონტრაქტი 2018 წლამდე მაქვს გაფორმებული და მინდა, რომ ეს წლები "ბერნაბეუზე" გავატარო", -
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი "რეალში" ლისაბონის "ბენფიკადან" 2010 წლის ივნისში გადავიდა და იქიდან მოყოლებული, გარემარბმა "სამეფო კლუბში" 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"