1 სექტემბერს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა "რეალის" ვებგვერდმა.
"სამეფო კლუბმა" სატრანსფერო ბაზრის საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე ყველა დროის ყველაზე ძვირ გარიგებად 2009 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 94 მილიონად კრიშტიანო რონალდოს შეძენა მიიჩნეოდა.
24 წლის უელსელმა "უაით ჰართ ლეინზე" გატარებული 6 წლის განმავლობაში 203 თამაში ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა, აქედან 26 - შარშანდელ სეზონში.