მადრიდის "რეალმა" გარეთ ბეილი 20 ათასი ფანის წინაშე წარადგინა [VIDEO]

AutoSharing Option
"ჰალა მადრიდ", - ესპანურად მიესალმა გარეთ ბეილი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილ პუბლიკას, როდესაც მადრიდის "რეალმა" 24 წლის უელსელი კლუბის ახალ ფეხბურთელად წარადგინა და 11-ნომრიანი მაისურა გადასცა.

ასე დასრულდა სატრანსფერო საგა, რომელიც თვეები გრძელდებოდა. გარეთ ბეილის ტრანსფერი, რომელიც ინგლისური წყაროების მტკიცებით (ოფიციალურად "რეალი" არ იუწყება სატრანსფერო თანხას) მსოფლიოს ახალი რეკორდია, ბოლო დღეს, 2 სექტემბერს გაფორმდა.

ბეილში "სამეფო კლუბმა" 85.3 მილიონი ფუნტი სტერლინგი (ანუ 100 მილიონი ევრო) გადაიხადა. ეს კი 2009 წლის მსოფლიოს რეკორდია - კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "რეალში" (94 მილიონი ევრო)
გადავიდა.

"ტოტენჰემში" 6 ფანტასტიკური წელიწადი გავატარე, ახლა კი წასვლის დროა", - განაცხადა ბეილმა, რომელმაც 2 სექტემბერს წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და ჟურნალისტებსაც წარუდგა.

უელსელმა 6-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ის კვირაში 300 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

"რეალში" თამაში ჩემი ოცნება იყო, რომელიც ასრულდა. მადლობა ყველას დიდებული დახვედრისთვის, ჰალა მადრიდ!" - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, რომლის შემდეგაც "სანტიაგო ბერნაბეუს" მინდვრის საფარი "დააგემოვნა".

ბეილის პრეზენტაციას სტადიონზე "რეალის" 20 ათასზე მეტი ფანი დაესწრო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
არის ახალი მსოფლიოს რეკორდი - გარეთ ბეილი მადრიდელია
მკითხველის კომენტარები / 3 /
სიგიჟეა
vvvvvvvvvvvvvvvv
23:41 02-09-2013
0
რა უაზრობაა ამაში ამდენი ფულის გადახდა, ვერც რონალდოს და ვერც ისკოს შედეგიანობით და ეფექტურობით ვერ მიუახლოვდება. და ხელფასი არასწორად წერია წელიწადში 20 მილიონი ევრო არ აქვს ამას ხელფასი ))
dato
10:40 03-09-2013
0

სიახლეები პოპულარული