არის ახალი მსოფლიოს რეკორდი - გარეთ ბეილი მადრიდელია

AutoSharing Option
ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ "ტოტენჰემი" 85 მილიონ ფუნტად, ანუ 100 მილიონ ევროდ გარეთ ბეილის "რეალში" გაშვებას დათანხმდა.

1 სექტემბერს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა "რეალის" ვებგვერდმა.

"სამეფო კლუბმა" სატრანსფერო ბაზრის საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე ყველა დროის ყველაზე ძვირ გარიგებად 2009 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 94 მილიონად კრიშტიანო რონალდოს შეძენა მიიჩნეოდა.

24 წლის უელსელმა "უაით ჰართ ლეინზე" გატარებული 6 წლის განმავლობაში 203 თამაში ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა, აქედან 26 - შარშანდელ სეზონში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული