ვისენტე დელ ბოსკე: ყოველთვის იკერ კასილიასის მხარეს ვიქნები

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასის მხარდაჭერას აგრძელებს, რომელიც კლუბში კვლავაც რჩება სათადარიგო მეკარედ.

დელ ბოსკე კი იკერს არა მხოლოდ საქმით უდგას მხარში, სიტყვებითაც ამხნევებს.

"არ ვაპირებ იმის თქმას, რომ იკერი "რეალში" მუდამ უნდა თამაშობდეს, მაგრამ მე ყოველთვის ამის მომხრე ვიქნები და მას დავუჭერ მხარს. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ კასილიასი - კაპიტანი და ძალიან საჭირო მოთამაშეა ეროვნული ნაკრებისა.

ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივარ. უბრალოდ, ვუფრთხილდები კასილიასს, მის ისტორიას და კარიერულ გზას.

მე
ყოველთვის იკერის მხარეს ვიქნები. მას რთული დროება უდგას და განსაკუთრებით სჭირდება იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც მას პატივს სცემს და მისით აღფრთოვანებულია.

შექმნილი ვითარება ყველასთვის უხერხულია, მაგრამ ყველაზე მეტად ამას თავად იკერი განიცდის.

კიდევ ვიმეორებ, ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, ამით თანადგომას ვუცხადებ კასილიასს", - აქვეყნებს დელ ბოსკეს ნათქვამს Football Espana.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, 6 სექტემბერს ფინეთს სტუმრად ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
...აბა ამას ჰქვია სწორედ რომ მწვრთნელი!...10 ვარსკვლლავი თამაშობდა მის დროს გუნდში და არათუ რაიმე კონფლიქტი, სრული ერთსულოვნება სუფევდა რეალში...ნაკრებზე კი ლაპარაკი ზედმეტია...
murtalo
02:35 04-09-2013
0
ვინაა ბიჯო დიგო ლოპესი?!... გეკითხებით სუყველას, მიპასუხეთ რა
zviadi
07:47 04-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული