დელ ბოსკე კი იკერს არა მხოლოდ საქმით უდგას მხარში, სიტყვებითაც ამხნევებს.
"არ ვაპირებ იმის თქმას, რომ იკერი "რეალში" მუდამ უნდა თამაშობდეს, მაგრამ მე ყოველთვის ამის მომხრე ვიქნები და მას დავუჭერ მხარს. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ კასილიასი - კაპიტანი და ძალიან საჭირო მოთამაშეა ეროვნული ნაკრებისა.
ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივარ. უბრალოდ, ვუფრთხილდები კასილიასს, მის ისტორიას და კარიერულ გზას.
მე
შექმნილი ვითარება ყველასთვის უხერხულია, მაგრამ ყველაზე მეტად ამას თავად იკერი განიცდის.
კიდევ ვიმეორებ, ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, ამით თანადგომას ვუცხადებ კასილიასს", - აქვეყნებს დელ ბოსკეს ნათქვამს Football Espana.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, 6 სექტემბერს ფინეთს სტუმრად ეთამაშება.