რა დრო დადგა: ლიონელ მესი მადრიდის გულშემატკივარია

AutoSharing Option
საფეხბურთო "ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს ქალაქ მადრიდის კანდიდატურას 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მოსაპოვებლად. ადრე იტყობინებოდნენ, რომ მესიმ უარი თქვა მადრიდის მხარდასაჭერ ვიდეორგოლში მონაწილეობაზე. მიზეზი გასაგებია: "ბარსელონას" ყველაზე პრინციპული მეტოქე - "რეალი" მადრიდის გუნდია.

"მე მქონდა ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ოლიმპიურ თამაშებში და ეს ფანტასტიკური გამოცდილებაა ნებისმიერი სპორტსმენისთვის. ვფიქრობ, ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია მადრიდისთვის, რომელსაც, ჩემი აზრით, არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსი აქვს. ბოლო დროს ესპანელ სპორტსმენებს სერიოზული წარმატებები ჰქონდათ სპორტის სხვადასხვა სახეობაში და ესეც იქონიებს გავლენას საბოლოო გადაწყვეტილებაზე",
- ამბობს მესი, რომელიც არგენტინის საფეხბურთო ნაკრებთან ერთად გახდა 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2020 წლის ზაფხულის თამაშების დედაქალაქი ორგანიზაციის 125-ე სესიაზე უნდა აირჩიოს, რომელიც 7 სექტემბერს ბუენოს აირესში გაიმართება. მადრიდის გარდა, ოლიმპიადის ჩატარებაზე პრეტენზიას აცხადებენ სტამბული და ტოკიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნება თუ ტოკიო შეხვდება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული