მადრიდის "რეალმა" 2006 წელს ნეიმარი 60 ათას ევროდ არ იყიდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდი ნეიმარი 2006 წელს მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ახლოს იყო.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა "რეალის" ბაზაზე ვალდებებასაში, რის შემდეგ კლუბმა მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

2006 წლის 30 მარტს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნეიმარზე ფეხბურთელის მოწმობა გასცა, რომელსაც ხელს აწერდნენ მადრიდის "რეალისა" და ფედერაციის წარმომადგენლები.

თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი "რეალის" მხრიდან 60 ათასი ევროს არგადახდის სურვილით ჩაიშალა. აღნიშნულ თანხას ფეხბურთელის აგენტი ვაგნერ რიბეირო ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს "ბარსელონამ" ნეიმარის ტრანსფერში 57 მილიონი ევრო გადაიხადა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა დინამომ 2000 წელს 1500 აშშ $ არ იყიდა..ეყიდა მაინც...რამდენს მოიგებდა???!!!
givi
14:31 05-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული