ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე ისკო დაშავდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ახალი შენაძენი ისკო შეიძლება გამოაკლდეს ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ.

ისკომ კოჭის ტრავმა ნაკრების ვარჯიშზე მიიღო, რის შემდეგაც მან 5 სექტემბრის ვარჯიში სრულად გამოტოვა.

ესპანეთის ნაკრების შტაბში ირწმუნებიან, რომ ეს სიფრთხილის გამო გაკეთდა, თუმცა ზოგიერთი ესპანური გამოცემა ვარაუდობს, რომ ისკო 6 სექტემბრისთვის გამოჯანმრთელებას ვერ შეძლებს.

ვარჯიშებზე დელ ბოსკე შუახაზში მარიო სუარესს იყენებდა, ხოლო შეტევაში დავიდ ვილიას. "მარკას" ცნობით, "ატლეტიკოს" ფეხბურთელები ფინეთთან სასტარტოში იქნებიან.

ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში ახლებს უხმო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული