ტრავმა მცველმა პორტუგალიის ნაკრებში მიიღო - მან გვერდი დაიზიანა და ექიმთა მტკიცებით, 2 კვირას გამოტოვებს.
კოენტრაო "რეალს" "ვილიარეალთან" და "ხეტაფესთან" მატჩებში ვერ დაეხმარება.
ის არც ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში იქნება თურქული "გალათასარაის" წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალია-ბრაზილიის ამხანაგური შეხვედრა მცირე ტრავმის გამო გამოტოვა კრიშტიანო რონალდომ.
ასევე იხილეთ:
ბრაზილია-პორტუგალია 3:1- ნეიმარის სოლო-გასროლა [VIDEO]