გარეთ ბეილი: ვამაყობ, რომ სადებიუტო მატჩში გავიტანე [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში მადრიდის "რეალი" "ვილიარეალს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში დებიუტი გოლით აღნიშნა "ტოტენჰემიდან" 100 მილიონ ევროდ გადასულმა გარეთ ბეილმა. მან 39-ე წუთზე, როცა "რეალი" 0:1-ს აგებდა, დასწრებაზე ითამაშა და დანიელ კარვახალის ჩაწოდება გოლად აქცია.

მეორე ტაიმში კრიშტიანო რონალდომ დააწინაურა "რეალი", მაგრამ ჯოვანი დოს სანტოსმა, რომელიც ასევე ყოფილი ტოტენჰემელია, მასპინძელთათვის ქულა იხსნა.

მატჩის შემდეგ "რეალის" ახალწვეულმა, რომელიც კარლო ანჩელოტიმ მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად ათამაშა, განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია თავისი დებიუტით:

"ვამაყობ,
რომ სადებიუტო მატჩში გავიტანე. მიხარია, რომ შევძელი 60 წუთი თამაში. მაგრამ უკმაყოფილო ვარ იმით, რომ "რეალმა" ვერ შეძლო გამარჯვება. ახლა უკვე სამშაბათს ველი მოუთმენლად"
, - თქვა 24 წლის ბეილმა.

4-4 ტურის შემდეგ "ვილიარეალს" და "რეალს" 10-10 ქულა აქვთ და მე-3, მე-4 ადგილს იყოფენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტურის წინ: გარეთ ბეილის დებიუტი "ელ მადრიგალზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული